logo
ENG



თურქეთმა ამერიკის ხმასა და DW-ს მაუწყებლობა აუკრძალა

01 ივლ 202213:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/01/82x0in50v19ezny.png

თურქეთმა ორ საერთაშორისო საზოგადოებრივ მაუწყებელზე, Deutsche Welle-სა და "ამერიკის ხმის" თურქული გამოცემების საიტებზე წვდომა შეზღუდა.

გერმანიის Deutsche Welle-ს ვებსაიტები და ამერიკული საჯარო რადიო "ამერიკის ხმის" თურქულენოვანი ვერსია ანკარის სასამართლომ დაბლოკა მას შემდეგ, რაც მათ უარი თქვეს მაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვების მოთხოვნაზე.

Deutsche Welle და "ამერიკის ხმა" ამტკიცებენ, რომ მარეგულირებელი ორგანოს მიერ რეგულირება გამოიწვევს მოთხოვნებს, რაც ცენზურის ტოლფასი იქნება.

აკრძალვის საპასუხოდ, DW-ის დირექტორმა პიტერ ლიმბურგმა თქვა, რომ კომპანიამ რადიოსა და ტელევიზიის უმაღლეს საბჭოსთან (RTÜK) განხილვისას ახსნა, თუ რატომ ვერ შეასრულა ნებართვის მოპოვების მოთხოვნა. მისი თქმით, თურქეთში ლიცენზირებული მედია ვალდებულია წაშალოს კონტენტი, რომელსაც მარეგულირებელი შეუფერებლად მიიჩნევს.

"ეს უბრალოდ მიუღებელია დამოუკიდებელი მაუწყებლისთვის." - თქვა ლიმბურგმა.

კრიტიკოსებმა ეს ნაბიჯი მიიჩნიეს, როგორც პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავრობის მცდელობად ჩაახშონ განსხვავებული აზრი.


close დახურვა